---
title: "მუხლი 144¹. მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/144-1"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "144^1"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 144¹. მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 144¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/144-1

1. მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი მესამედ და მეტჯერ, – გამოიწვევს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განმეორებით, გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №686 – სსმ I, №51, 30.12.2000წ., მუხ.149 საქართველოს 2004 წლის 23 დეკემბრის კანონი №783 – სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.22 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2566 – სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.36 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №197 – სსმ I, №16, 26.07.2008წ., მუხ.117 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4530 – ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 – ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2018 წლის 4 აპრილის კანონი №2116 – ვებგვერდი, 19.04.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/144.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/144-10.md
