---
title: "მუხლი 145. აღრიცხვაზე აყვანის და საცხოვრებელ სახლებსა და საცხოვრებელ სადგომებში შესახლების წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/145"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "145"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 145. აღრიცხვაზე აყვანის და საცხოვრებელ სახლებსა და საცხოვრებელ სადგომებში შესახლების წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 145 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/145

თანამდებობის პირთა მიერ საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვაზე აყვანის, აღრიცხვიდან მოხსნისა და მოქალაქეთათვის საცხოვრებელი სადგომების მიცემის წესის, საცხოვრებელ სახლებსა და საცხოვრებელ სადგომებში შესახლების დადგენილი ვადების დაუცველობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/144-9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/146.md
