---
title: "მუხლი 153¹⁰. უზრუნველყოფილი სესხის გაცემის წესის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/153-10"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "153^10"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 153¹⁰. უზრუნველყოფილი სესხის გაცემის წესის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 153¹⁰ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/153-10

1. პირის („საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის გარდა) მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624 1 მუხლით გათვალისწინებული უზრუნველყოფილი სესხის უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გაცემის მოთხოვნის დარღვევა − გამოიწვევს პირის გაფრთხილებას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

3. ჯარიმის დაკისრებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა − გამოიწვევს პირის ხელახალ დაჯარიმებას. შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის, სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოფხვრად ჩაითვლება მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა ან სესხის ხელშეკრულების იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624 1 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3316 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/153-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/153-11.md
