---
title: "მუხლი 153¹¹. განვადებით ნასყიდობის საფასურის მიღების წესის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/153-11"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "153^11"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 153¹¹. განვადებით ნასყიდობის საფასურის მიღების წესის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 153¹¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/153-11

1. პირის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 505 1 მუხლის მე -2 ნაწილით გათვალისწინებული განვადებით ნასყიდობისას 200 000 ( ორასი ათას ) ლარამდე ნივთის ფასის მიღების წესის დარღვევა − გამოიწვევს პირის გაფრთხილებას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3. ჯარიმის დაკისრებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა – გამოიწვევს პირის ხელახალ დაჯარიმებას. შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის, სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოფხვრად ჩაითვლება მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტა ან ნასყიდობის ხელშეკრულების იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 505 1 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3316 – ვებგვერდი, 07.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4105 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/153-10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/153-12.md
