---
title: "მუხლი 154². პურპროდუქტების საწარმოების მუშაობის უწყვეტი ციკლის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/154-2"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "154^2"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 154². პურპროდუქტების საწარმოების მუშაობის უწყვეტი ციკლის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 154² (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/154-2

პურპროდუქტების საწარმოების მუშაობის უწყვეტი ციკლის დარღვევა ან ამ საწარმოების რეორგანიზაცია, ანდა სხვა სახის საქმიანობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პურპროდუქტების წარმოების უწყვეტი ციკლის დარღვევა ან შეწყვეტა, აგრეთვე სხვა სახის საქმიანობა, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას პურპროდუქტების წარმოების დადგენილ წესს, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთი ათასიდან ათი ათას მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს 1996 წლის 31 მაისის კანონი №263 – პარლამენტის უწყებანი, №15, 19.06.1996წ., გვ.15

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/154-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/154-3.md
