---
title: "მუხლი 155¹. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/155-1"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "155^1"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 155¹. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 155¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/155-1

1. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებით ვაჭრობა არასტაციონარული სავაჭრო ობიექტებიდან, აგრეთვე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების სხვაგვარი დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით ან ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი დარღვევისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 30000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით დიდ ოდენობად ითვლება ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების 200 ლიტრზე მეტი რაოდენობა, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – 2000 ლიტრზე მეტი რაოდენობა. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №285 – სსმ I, №18, 15.05.2000წ., მუხ.47 საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №753 – სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.12 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1756 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.252

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/155.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/155-10.md
