---
title: "მუხლი 155¹². თამბაქოს წარმოება თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გარეშე ან ამ ლიცენზიის პირობების დარღვევით — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/155-12"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "155^12"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 155¹². თამბაქოს წარმოება თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გარეშე ან ამ ლიცენზიის პირობების დარღვევით — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 155¹² (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/155-12

1. თამბაქოს წარმოება თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2. ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.

3. თამბაქოს წარმოება თამბაქოს წარმოების ლიცენზიის პირობების დარღვევით − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოსავლენად კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილია შემოწმება კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელოს.

2. ლიცენზიის მფლობელისთვის ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ კონტროლის განმახორციელებლის მიერ ლიცენზიის პირობების დარღვევის შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელის მიერ აღნიშნული ლიცენზიის პირობების დარღვევის ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა გამოიწვევს მისთვის ამ კოდექსის 36 ​​​ 1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას. საქართველოს 2024 წლის 19 ივლისის კანონი №4383 – ვებგვერდი, 29.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/155-11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/155-2.md
