---
title: "მუხლი 155³. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციისა და განლაგებისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/155-3"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "155^3"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 155³. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციისა და განლაგებისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 155³ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/155-3

1. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია (გარდა ამ მუხლის 8 1 და 8 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) იმ დაწესებულებაში, დაწესებულების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია მისი რეალიზაცია, − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

3. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის განლაგების წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

5. თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ( გარდა ამ მუხლის 6 1 და 6 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა ) ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით / შეფუთვით , თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია , − გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

6¹. თამბაქოს ნაწარმის სარეალიზაციოდ გატანა (პირველადი მიწოდება) ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით/შეფუთვით, თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

6². ამ მუხლის 6 1 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

6³. 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის გარდა, სხვა მასის პირველად საფუთავებში დაფასოებული თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს ან/და შესახვევი თუთუნის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

6⁴. ამ მუხლის 6 3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

7. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის 18 წლამდე ასაკის პირზე რეალიზაცია – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

8¹. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ საგანმანათლებლო), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან) – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

8². ამ მუხლის 8 1 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

9. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ელექტრონული ან მექანიკური მანქანის საშუალებით რეალიზაცია – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ელექტრონულ ან მექანიკურ მანქანაში არსებული თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის კონფისკაციით.

10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ელექტრონულ ან მექანიკურ მანქანაში არსებული თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის კონფისკაციით.

11. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ინტერნეტით ან ფოსტით რეალიზაცია (საცალო ვაჭრობა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

13. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

14. ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

15. თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია შესაბამისი ობიექტიდან მისი სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის უშუალოდ მიწოდებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

16. ამ მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

17. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

18. ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

19. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

20. ამ მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №313 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ. 32 საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი № 5368 – ვებგვერდი, 24.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 23 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №861 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3957 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5130 – ვებგვერდი, 23.10.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1350 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/155-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/155-4.md
