---
title: "მუხლი 155. ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/155"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "155"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 155. ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 155 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/155

1. სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოს მუშაკის მიერ ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. სავაჭრო ობიექტში (მათ შორის, რესტორანში, კაფესა და ბარში) არასრულწლოვნისთვის ალკოჰოლური სასმელის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერის მყიდველისათვის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების მოთხოვნის დარღვევა – გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

4. ალკოჰოლური სასმელის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა – გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/154-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/155-1.md
