---
title: "მუხლი 156. ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო თოფის გაყიდვის წესის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/156"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "156"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 156. ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო თოფის გაყიდვის წესის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 156 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/156

სავაჭრო საწარმოების (ორგანიზაციების) მუშაკთა მიერ ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო თოფის და მისი საბრძოლო მასალების მიყიდვა იმ მოქალაქეების, საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციებისათვის, რომელთაც არა აქვთ შინაგან საქმეთა ორგანოების ნებართვა, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე. იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში ასეთივე დარღვევისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/155-9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/156-1.md
