---
title: "მუხლი 157¹. საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/157-1"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "157^1"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 157¹. საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 157¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/157-1

1. შემოსავლის მიღების მიზნით ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის უკანონო რეპროდუცირება ან ტექნოლოგიური საშუალების გვერდის ავლა, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მათი კონტრაფაქციული ასლების არამართლზომიერი შეძენა, იმპორტი, შენახვა, გაყიდვა, გაქირავება ან სხვა უკანონო გზით გამოყენება, აგრეთვე, შემოსავლის მიღების მიზნით საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების სხვა დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან სამი ათას ლარამდე კონტრაფაქციული ასლების, აგრეთვე, იმ მასალების, მოწყობილობებისა და ტექნიკური საშუალებების კონფისკაციით, რომლებიც გამოიყენება მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალების გვერდის ავლისთვის.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე კონტრაფაქციული ასლების და, აგრეთვე, იმ მასალების, მოწყობილობებისა და ტექნიკური საშუალებების კონფისკაციით, რომლებიც გამოიყენება მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალების გვერდის ავლისთვის. შენიშვნა: კონფისკებული კონტრაფაქციული ასლები, მათი რეპროდუცირების ან ტექნოლოგიური საშუალების გვერდის ავლისთვის საჭირო მასალები, მოწყობილობები და ტექნიკური საშუალებები ექვემდებარება განადგურებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადაეცემა საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს მისივე მოთხოვნის საფუძველზე. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №419 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.76 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1732 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.246

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/157.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/157-2.md
