---
title: "მუხლი 157³. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე უფლების მფლობელის მიერ დასმული დაცვის ნიშნის (აღნიშვნის) შეცვლა ან განადგურება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/157-3"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "157^3"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 157³. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე უფლების მფლობელის მიერ დასმული დაცვის ნიშნის (აღნიშვნის) შეცვლა ან განადგურება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 157³ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/157-3

1. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე უფლების მფლობელის მიერ დასმული დაცვის ნიშნის (აღნიშვნის) უკანონო შეცვლა ან განადგურება, – გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე, ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებისა და, აგრეთვე, სამართალდარღვევის ჩადენისათვის საჭირო მასალების, მოწყობილობებისა და ტექნიკური საშუალებების კონფისკაციით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე, ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლების, აგრეთვე, სამართალდარღვევის ჩადენისათვის საჭირო მასალების, მოწყობილობებისა და ტექნიკური საშუალებების კონფისკაციით. შენიშვნა: კონფისკებული კონტრაფაქციული ასლები, სამართალდარღვევის ჩადენისათვის საჭირო მასალები, მოწყობილობები და ტექნიკური საშუალებები ექვემდებარება განადგურებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადაეცემა საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს მისივე მოთხოვნის საფუძველზე. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №419 – სსმ I, №26, 13.07.2000წ., მუხ.76 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1732 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.246

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/157-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/157-4.md
