---
title: "მუხლი 157⁴. „საქპატენტში“ პატენტზე ან დიზაინის რეგისტრაციაზე წარდგენილი განაცხადის არსის განზრახ გამჟღავნება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/157-4"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "157^4"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 157⁴. „საქპატენტში“ პატენტზე ან დიზაინის რეგისტრაციაზე წარდგენილი განაცხადის არსის განზრახ გამჟღავნება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 157⁴ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/157-4

1. „საქპატენტში“ პატენტზე ან დიზაინის რეგისტრაციაზე წარდგენილი განაცხადის არსის განზრახ გამჟღავნება (გარდა განმცხადებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ გამჟღავნებისა) „საქპატენტის“ მიერ ოფიციალურ ბიულეტენში მის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებამდე – გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3034 – სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.186

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/157-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/158.md
