---
title: "მუხლი 157. იმ ჰუმანიტარული დახმარების პროდუქციის გაყიდვა, რომელიც უფასოდ გასაცემად იყო განკუთვნილი — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/157"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "157"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 157. იმ ჰუმანიტარული დახმარების პროდუქციის გაყიდვა, რომელიც უფასოდ გასაცემად იყო განკუთვნილი — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 157 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/157

კომერციულ სტრუქტურაში (მიუხედავად მისი სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმისა) იმ ჰუმანიტარული დახმარების პროდუქციის გაყიდვა, რომელიც მოქალაქეებისათვის ან იურიდიული პირებისათვის გადასაცემად იყო განკუთვნილი, – გამოიწვევს დაჯარიმებას პროდუქციაზე დადებული ფასის ხუთმაგი ოდენობით, ამ პროდუქციის კონფისკაციით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 14 ივნისის კანონი №519 საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/156-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/157-1.md
