---
title: "მუხლი 158³. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკლამის დაკვეთისათვის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/158-3"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "158^3"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 158³. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკლამის დაკვეთისათვის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 158³ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/158-3

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკლამის დაკვეთისათვის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას − 3 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას − 7 000 ლარის ოდენობით.

3. აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას − 6 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3154 – ვებგვერდი, 30.07.2018წ. .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/158-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/158-4.md
