---
title: "მუხლი 158⁵. აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის რეკლამის გავრცელების, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების ან/და აბრის განთავსების წესის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/158-5"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "158^5"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 158⁵. აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის რეკლამის გავრცელების, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების ან/და აბრის განთავსების წესის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 158⁵ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/158-5

1. აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის რეკლამის გავრცელების ან/და აბრის განთავსების წესის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის პროგრამაში აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის რეკლამის/სასპონსორო განცხადების გავრცელება ან/და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი ვალდებულია ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 კვირის ვადაში თავისი ხარჯით უზრუნველყოს იმ წესის/იმ წესების დაცვა, რომლის/რომელთა დარღვევის გამო მას ამ მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული სახდელი დაედო. ამ შენიშვნით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გასამმაგებას. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1190 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/158-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/159.md
