---
title: "მუხლი 159⁶. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/159-6"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "159^6"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 159⁶. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 159⁶ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/159-6

1. სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის საშუალებით ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის სხვა საშუალებებით განხორციელებისას განცხადების ან სატენდერო დოკუმენტაციის არასწორად შედგენა, – გამოიწვევს სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

2. სატენდერო კომისიის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების, საკვალიფიკაციო შერჩევისა და პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების არასათანადოდ (ტენდენციურად) შეფასება, – გამოიწვევს სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების წესების დარღვევა – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს პასუხისმგებელი პირის (სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის მიერ განხორციელებისას – სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის) დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. საქართველოს 2001 წლის 12 ოქტომბრის კანონი №1106 – სსმ I, №31, 01.11.2001წ., მუხ.123 საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2109 – სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.292 საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1058 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.
[მუხლი 159 6 . (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)]
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2574 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4420 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1708 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/159-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/159-7.md
