---
title: "მუხლი 16. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა პირთა პასუხისმგებლობა, რომლებზედაც ვრცელდება სპეციალური დისციპლინური ნორმების მოქმედება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/16"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "16"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა პირთა პასუხისმგებლობა, რომლებზედაც ვრცელდება სპეციალური დისციპლინური ნორმების მოქმედება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 16 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/16

1. სამხედრო მოსამსახურეს, სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება სპეციალური დისციპლინური ნორმების მიხედვით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის წესების, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისთვის ან ამ კოდექსის 45-ე და 45 ​ 1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 1​ 1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულ პირს არ შეიძლება შეეფარდოს გამასწორებელი სამუშაოები. 1​​​ 1 . საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ამ კოდექსის 45-ე, 45 ​ 1 , 115 1 −116-ე, 118 4 , 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო საფუძველზე, აგრეთვე სპეციალური დისციპლინური ნორმების მიხედვით.

2. სხვა პირს (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისა), რომელზედაც ვრცელდება სპეციალური დისციპლინური ნორმების მოქმედება, უშუალოდ ამ სპეციალური დისციპლინური ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში – ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საერთო საფუძველზე.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ შემთხვევებში ორგანოებს (თანამდებობის პირებს), რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ, შეუძლიათ მის ნაცვლად სამართალდარღვევათა მასალები გადასცენ შესაბამის ორგანოებს ბრალეულთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადასაწყვეტად. საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1857 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.257 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4322 – სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.62 საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1142 – სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.36 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345 საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5953 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014 წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1222 – ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3774 – ვებგვერდი, 20.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4907 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2021 წლის 7 სექტემბრის კანონი №927 – ვებგვერდი, 09.09.2021წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №501 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/17.md
