---
title: "მუხლი 165²². საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საჯარო შესყიდვების სააგენტოსთვის განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა ან მცდარი ინფორმაციის მიწოდება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/165-22"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "165^22"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 165²². საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საჯარო შესყიდვების სააგენტოსთვის განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა ან მცდარი ინფორმაციის მიწოდება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 165²² (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/165-22

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საჯარო შესყიდვების სააგენტოსთვის „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა ან მცდარი ინფორმაციის მიწოდება – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო შესყიდვების სააგენტოს მიერ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-9 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 92-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის მოთხოვნაზე. (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2574 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4420 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1708 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/165-21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/165-23.md
