---
title: "მუხლი 165³. ცენტრალური ბიუჯეტიდან ან სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდიდან გამოყოფილი, ანდა ცენტრალური ბიუჯეტის ან სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდის კუთვნილი ფულადი სახსრების გადარიცხვისა და გაცემის დაგვიანება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/165-3"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "165^3"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 165³. ცენტრალური ბიუჯეტიდან ან სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდიდან გამოყოფილი, ანდა ცენტრალური ბიუჯეტის ან სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდის კუთვნილი ფულადი სახსრების გადარიცხვისა და გაცემის დაგვიანება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 165³ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/165-3

ცენტრალური, საგანგებო ან საქართველოს ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტიდან, ანდა სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდიდან მნიშვნელოვანი სოციალური ღონისძიების, სხვა მიზნობრივი პროგრამის დასაფინანსებლად ან სხვა სპეციალური დანიშნულებით გამოყოფილი, ანდა ცენტრალური, საგანგებო ან საქართველოს ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტის ანდა სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდის კუთვნილი ფულადი სახსრების დანიშნულებისამებრ გადარიცხვის, გადაგზავნის, განაწილების ან გაცემის არასაპატიო მიზეზით დაგვიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასიდან ათას ლარამდე. საქართველოს 1997 წლის 17აპრილის კანონი №648 – პარლამენტის უწყებანი, №17-18, 09.05.1997წ., გვ.44 საქართველოს 1998 წლის 28 ნოემბრის კანონი №1703 – სსმ I, №6, 24.12.1998წ., მუხ.47

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/165-23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/165-4.md
