---
title: "მუხლი 165. საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშების გახსნის წესის დარღვევა და ბიუჯეტში თანხების გადარიცხვაზე დავალებების შეუსრულებლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/165"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "165"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 165. საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშების გახსნის წესის დარღვევა და ბიუჯეტში თანხების გადარიცხვაზე დავალებების შეუსრულებლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 165 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/165

ბანკებისა და სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებების მიერ საგადასახადო ორგანოებში აღრიცხვაზე აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლად გადამხდელთათვის საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშების გახსნა და ანგარიშების გახსნის შესახებ საგადასახადო ორგანოებში ინფორმაციის წარუდგენლობა, აგრეთვე ბიუჯეტში თანხების გადარიცხვაზე საგადასახადო დავალებების (განკარგულებების) მიუღებლობა და მიღებული საგადასახადო დავალებების (განკარგულებების) უწინარესად შეუსრულებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ოცდაათ ლარამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 თებერვლის კანონი №416 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №15, თებერვალი, 1994 წ., მუხ.287 საქართველოს 1998 წლის 28 ნოემბრის კანონი №1703 – სსმ I, №6, 24.12.1998წ., მუხ.47

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/164-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/165-1.md
