---
title: "მუხლი 167. ცეცხლსასროლი იარაღიდან, გაზის (აირის) იარაღიდან, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღიდან ან სასიგნალო იარაღიდან სროლა დასახლებულ პუნქტში ან საამისოდ გამოუყოფელ ადგილას ან საამისოდ გამოყოფილ ადგილას, მაგრამ დადგენილი წესის დარღვევით — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/167"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "167"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 167. ცეცხლსასროლი იარაღიდან, გაზის (აირის) იარაღიდან, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღიდან ან სასიგნალო იარაღიდან სროლა დასახლებულ პუნქტში ან საამისოდ გამოუყოფელ ადგილას ან საამისოდ გამოყოფილ ადგილას, მაგრამ დადგენილი წესის დარღვევით — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 167 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/167

1. ცეცხლსასროლი იარაღიდან, გაზის (აირის) იარაღიდან, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღიდან ან სასიგნალო იარაღიდან სროლა დასახლებულ პუნქტში ან საამისოდ გამოუყოფელ ადგილას ან საამისოდ გამოყოფილ ადგილას, მაგრამ დადგენილი წესის დარღვევით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღისა და საბრძოლო მასალის კონფისკაციით ან უამისოდ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღისა და საბრძოლო მასალის კონფისკაციით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით ან ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით, იარაღისა და საბრძოლო მასალის კონფისკაციით. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2021 წლის 12 ივლისის კანონი №712 – ვებგვერდი, 14.07.2021წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/166-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/167-1.md
