---
title: "მუხლი 171¹. თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/171-1"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "171^1"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 171¹. თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 171¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/171-1

1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა და სადაც თამბაქოს მოწევა აკრძალულია, თამბაქოს მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დაუმტკიცებლობა, შესაბამისი შენობა-ნაგებობის ან/და ტერიტორიის ყველა შესასვლელში და სხვა თვალსაჩინო ადგილას თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების, თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის თაობაზე შესაბამისი წარწერისა და ნიშნის, აგრეთვე შესაბამისი საკონტაქტო პირის/დაწესებულების შესახებ საკონტაქტო ტელეფონის ნომრის და სხვა ინფორმაციის განუთავსებლობა, თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დარღვევის აღუკვეთელობა, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2¹. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

3. ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს მოწევა იმ შენობა - ნაგებობაში , მათ შორის , მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში , რომელიც საერთო ქონებაა ( ვესტიბიული , სადარბაზო , დერეფანი , კიბის უჯრედი , სარდაფი , სხვენი , სახურავი , ლიფტი და სხვა ), შესაბამისი დაწესებულების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ან იმ საზოგადოებრივ ტრანსპორტში , სადაც მოწევა აკრძალულია , − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

4¹. ამ მუხლის მე -3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

5. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის (სატრანსპორტო საშუალების) (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესების დარღვევის აღუკვეთელობა, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

6¹. ამ მუხლის მე -5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.

6². მძღოლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (ავტომობილში) მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესების დარღვევის აღუკვეთელობა მასში არასრულწლოვანის ყოფნისას − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

6³. ამ მუხლის 6 2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

6⁴. ამ მუხლის 6 2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

7. რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივი ტრანსპორტის (სატრანსპორტო საშუალების) მესაკუთრის/მფლობელის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესების აღუკვეთელობა, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

8. ამ მუხლის მე -7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

8¹. ამ მუხლის მე -7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

9. (ამოღებულია – 13.12.18, №3957) .

10. (ამოღებულია – 13.12.18, №3957 ).

11. (ამოღებულია – 13.12.18, №3957) .

12. (ამოღებულია – 13.12.18, №3957) . საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3136 – სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.234 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4126 – სსმI,№75,27.12.2010 წ.,მუხ.486 საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი № 5368 – ვებგვერდი, 24.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 23 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №861 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3957 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1350 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/171.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/171-2.md
