---
title: "მუხლი 172⁷. მხარდამჭერის მიერ თავისი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/172-7"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "172^7"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 172⁷. მხარდამჭერის მიერ თავისი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 172⁷ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/172-7

1. მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება – გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 300 ლარამდე ოდენობით.

2. მხარდამჭერის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1292-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 300 ლარამდე ოდენობით.

3. მხარდამჭერის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1508 1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 300 ლარამდე ოდენობით.

4. სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულების მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1508 1 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3345 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/172-6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/172-8.md
