---
title: "მუხლი 174¹⁵. საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის  − „112“-ის − არამიზნობრივი გამოყენება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/174-15"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "174^15"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 174¹⁵. საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის  − „112“-ის − არამიზნობრივი გამოყენება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 174¹⁵ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/174-15

1. საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − გამოყენება შეტყობინების მიმღები პირისათვის შეურაცხყოფის მიყენების მიზნით ან სხვა შეურაცხმყოფელი განცხადების გასაკეთებლად, ანდა აღნიშნული ნომრის არამიზნობრივი გამოყენება სისტემატურად − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

3. საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − გამოყენება გადაუდებელი დახმარების მოთხოვნის მიზნით ცრუ შეტყობინების განსახორციელებლად, რასაც შედეგად მოჰყვა შემთხვევის ადგილზე შესაბამისი საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურის გასვლა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღე-ღამემდე ვადით. შენიშვნა:

1. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე.

2. საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − არამიზნობრივი გამოყენება სისტემატურად ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის გულისხმობს ერთი და იმავე პირის მიერ აღნიშნულ ნომერზე ნებისმიერი უწყვეტი 1 საათის განმავლობაში 3 ან მეტი არამიზნობრივი შეტყობინების განხორციელებას.

3. პირს არ დაეკისრება ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიან სატელეფონო ნომერზე − „112“-ზე − შეტყობინების ინიციირების მიზეზია მის მიერ გარემოებათა არასწორი, სუბიექტური შეფასება, როდესაც, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, პირს შეიძლებოდა ევარაუდა გადაუდებელი დახმარების აუცილებლობა. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1272 – ვებგვერდი, 26.09.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/174-14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/174-16.md
