---
title: "მუხლი 174¹⁶. საქართველოს კანონით „თავისუფლების ქარტია“ გათვალისწინებული წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/174-16"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "174^16"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 174¹⁶. საქართველოს კანონით „თავისუფლების ქარტია“ გათვალისწინებული წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 174¹⁶ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/174-16

1. საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტია“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის მითითების შეუსრულებლობა მის მიერვე დადგენილ ვადაში ან არაჯეროვნად შესრულება − გამოიწვევს უფლებამოსილი პირის გაფრთხილებას.

2. დადგენილი წესით მიცემული გაფრთხილების პირობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება − გამოიწვევს უფლებამოსილი პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1868 – ვებგვერდი, 30.12.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/174-15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/174-17.md
