---
title: "მუხლი 176³. ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის დამონტაჟების/განთავსების ან/და ექსპლუატაციის  წესის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/176-3"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "176^3"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 176³. ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის დამონტაჟების/განთავსების ან/და ექსპლუატაციის  წესის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 176³ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/176-3

1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის მესაკუთრის მიერ, ხოლო მართლზომიერი მფლობელის არსებობის შემთხვევაში − მართლზომიერი მფლობელის მიერ შენობა-ნაგებობის გარე პერიმეტრზე ამავე დადგენილებით განსაზღვრული ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის დამონტაჟების/განთავსების ვალდებულების, დადგენილი ტექნიკური მახასიათებლების ან/და ექსპლუატაციის წესის დარღვევა – გამოიწვევს გაფრთხილებას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ მიცემული გაფრთხილების საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შენობა-ნაგებობაზე ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის დამონტაჟების/განთავსების ან/და ექსპლუატაციის წესის დარღვევაზე, თუ აღნიშნული წესის დაცვა სალიცენზიო/სანებართვო პირობის ნაწილია. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე ავტოგასამართ სადგურზე ან ავტოგასამართ კომპლექსზე (ავტოგასამართ, აირგასამართ ან აირსავსებ სადგურზე). საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5614 – ვებგვერდი, 24.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/176-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/176-4.md
