---
title: "მუხლი 176⁴. წამახალისებელი გათამაშების შესაბამისი ნებართვის გარეშე მოწყობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/176-4"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "176^4"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 176⁴. წამახალისებელი გათამაშების შესაბამისი ნებართვის გარეშე მოწყობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 176⁴ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/176-4

1. წამახალისებელი გათამაშების „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი ნებართვის გარეშე მოწყობა − გამოიწვევს მომწყობის დაჯარიმებას 20 000 ლარით და გათამაშებული/ გასათამაშებელი საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით. შენიშვნა: თუ გათამაშებული/გასათამაშებელი საპრიზო ფონდის ოდენობა 5 000 ლარს არ აღემატება, შესაძლებელია სამართალდამრღვევის მიმართ გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს მომწყობის დაჯარიმებას 40 000 ლარით და გათამაშებული/გასათამაშებელი საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6491 – ვებგვერდი, 02.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/176-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/176-5.md
