---
title: "მუხლი 177¹². საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატისათვის) ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნის შეუსრულებლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/177-12"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "177^12"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 177¹². საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატისათვის) ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნის შეუსრულებლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 177¹² (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/177-12

1. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატისათვის) ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნის შეუსრულებლობა – გამოიწვევს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული პირის გაფრთხილებას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაში გაფრთხილებით განსაზღვრული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება – გამოიწვევს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3585 – ვებგვერდი, 1 8 .05.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/177-11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/177-13.md
