---
title: "მუხლი 177¹⁶. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე გამოსაქვეყნებლად მონაცემების მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/177-16"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "177^16"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 177¹⁶. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე გამოსაქვეყნებლად მონაცემების მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 177¹⁶ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/177-16

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე გამოსაქვეყნებლად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მონაცემების მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს სამეწარმეო საზოგადოების, საზღვარგარეთ რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის გაფრთხილებას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებით განსაზღვრული მოთხოვნის გაფრთხილებიდან 1 თვის განმავლობაში შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება − გამოიწვევს სამეწარმეო საზოგადოების, საზღვარგარეთ რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

3. ჯარიმის გადახდა შესაბამის სუბიექტს არ ათავისუფლებს  „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შესრულებისგან. ერთიან ელექტრონულ პორტალზე ქვეყნდება აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

4. სამეწარმეო საზოგადოების, საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის უფლებამოსილების შეწყვეტა პირს არ ათავისუფლებს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან.

5. უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ფაქტის დადგენის წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №876 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/177-15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/177-17.md
