---
title: "მუხლი 177¹⁷. სამეწარმეო საზოგადოების საქმიან წერილზე მონაცემების მითითების ვალდებულების შეუსრულებლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/177-17"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "177^17"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 177¹⁷. სამეწარმეო საზოგადოების საქმიან წერილზე მონაცემების მითითების ვალდებულების შეუსრულებლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 177¹⁷ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/177-17

1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილი სამეწარმეო საზოგადოების საქმიან წერილზე მონაცემების მითითების ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს სამეწარმეო საზოგადოების, საზღვარგარეთ რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის გაფრთხილებას.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ განმეორებით შეუსრულებლობა – გამოიწვევს სამეწარმეო საზოგადოების, საზღვარგარეთ რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის დაჯარიმებას თითოეულ შემთხვევაში 200 ლარის ოდენობით. ჯარიმის გადახდა შესაბამის სუბიექტს არ ათავისუფლებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულებისგან.

3. სამეწარმეო საზოგადოების, საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის უფლებამოსილების შეწყვეტა პირს არ ათავისუფლებს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან.

4. უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ფაქტის დადგენის წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №876 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/177-16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/177-2.md
