---
title: "მუხლი 177⁸. ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/177-8"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "177^8"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 177⁸. ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 177⁸ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/177-8

სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის ორგანოს კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა, ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების წარმოებისას ტექნიკური ნორმებისა და სტანდარტების, ტოპოგრაფიული, კარტოგრაფიული, აეროკოსმოსური გადაღების მასალებისა და გრავიმეტრიული მონაცემების აღრიცხვის, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, – გამოიწვევს ფიზიკურ პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე, ხოლო იურიდიულ პირთა – ასიდან ორას ლარამდე. საქართველოს 1998 წლის 28 აპრილის კანონი №1347 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998წ., გვ. 17

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/177-7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/177-9.md
