---
title: "მუხლი 178¹. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობების შექმნისათვის თავის არიდება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/178-1"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "178^1"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 178¹. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობების შექმნისათვის თავის არიდება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 178¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/178-1

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობების შექმნისათვის თავის არიდება გამოიწვევს: ა) აეროპორტის ოპერატორის/ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე; ბ) საზღვაო ნავსადგურის/ტერმინალის დაჯარიმებას 3000-დან 5000 ლარამდე; გ) საავტომობილო ტრანსპორტითა და რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის მომსახურების (სატრანსპორტო საშუალებაში, ავტოსადგურსა და რკინიგზის სადგურში) გაწევის სფეროში მოქმედი პირის დაჯარიმებას 500 ლარით. საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2352 – სსმ I, №18, 24.06.2003წ., მუხ.116 საქართველოს 2020 წლის 5 თებერვლის კანონი №5707 – ვებგვერდი, 10.02.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/178.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/178-2.md
