---
title: "მუხლი 178. სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/178"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "178"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 178. სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 178 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/178

1. სავალუტო ოპერაციების ლიცენზიის გარეშე წარმოება ან მომსახურება – გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების 50 მინიმალური ოდენობით, თანამდებობის პირის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების 70 მინიმალური ოდენობით, ხოლო თუ საქმის გარემოების მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

2. უცხოური ვალუტის ეროვნულ ვალუტაზე გადაცვლაზე ვალუტის გადამცვლელი დაწესებულების მუშაკის მიერ უსაფუძვლოდ უარის თქმა – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების 80 მინიმალური ოდენობით, ხოლო თუ საქმის გარემოების მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, − ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 23 თებერვლის კანონი №656 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, 1994-1995წწ., მუხ.663 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 19 სექტემბრის კანონი №808 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №31-33, აგვისტო-ოქტომბერი, 1995 წ., მუხ.689 საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/177-9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/178-1.md
