---
title: "მუხლი 180¹. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვა, მისი დაკარგვის შესახებ პოლიციისთვის შეუტყობინებლობა ან პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში ამ იარაღის წარდგენაზე უარის თქმა ან მისი წარდგენის შეუძლებლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/180-1"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "180^1"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 180¹. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვა, მისი დაკარგვის შესახებ პოლიციისთვის შეუტყობინებლობა ან პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში ამ იარაღის წარდგენაზე უარის თქმა ან მისი წარდგენის შეუძლებლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 180¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/180-1

1. შესაბამისი ნებართვის მქონე პირის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის ან/და გადაგზავნის წესების დარღვევა, რამაც ამ იარაღის დაკარგვა გამოიწვია, ან მის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვის შესახებ პოლიციისთვის შეუტყობინებლობა, ან პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში ამ პირის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის წარდგენაზე უარის თქმა ან მისი წარდგენის შეუძლებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით ან ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით.

4. შესაბამისი ნებართვის მქონე პირის მიერ ერთდროულად ორი ან ორზე მეტი იარაღის დაკარგვა – გამოიწვევს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით.

5. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს პირის სახელზე რეგისტრირებული იარაღის კონფისკაციას. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/180.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/181.md
