---
title: "მუხლი 181². არასრულწლოვნისთვის ცივი იარაღის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერის განთავსების მოთხოვნის დარღვევა ან ცივი იარაღის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/181-2"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "181^2"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 181². არასრულწლოვნისთვის ცივი იარაღის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერის განთავსების მოთხოვნის დარღვევა ან ცივი იარაღის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 181² (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/181-2

1. სავაჭრო ობიექტში არასრულწლოვნისთვის ცივი იარაღის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერის მყიდველისათვის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების მოთხოვნის დარღვევა – გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

3. ცივი იარაღის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა – გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3706 – ვებგვერდი, 30.06.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/181-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/181-3.md
