---
title: "მუხლი 181³. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შესაბამისი ნებართვის გარეშე საქართველოში შემოტანა, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება ან ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის  შეძენის, საქართველოდან გატანის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/181-3"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "181^3"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 181³. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შესაბამისი ნებართვის გარეშე საქართველოში შემოტანა, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება ან ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის  შეძენის, საქართველოდან გატანის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 181³ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/181-3

1. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შესაბამისი ნებართვის გარეშე საქართველოში შემოტანა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.

2. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება ან ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენის, საქართველოდან გატანის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით, იარაღის კონფისკაციით. საქართველოს 2021 წლის 12 ივლისის კანონი №712 – ვებგვერდი, 14.07.2021წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1271 - ვებგვერდი, 24.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/181-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/181-4.md
