---
title: "მუხლი 181⁷. გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარების, შეძენის, საქართველოდან გატანის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/181-7"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "181^7"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 181⁷. გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარების, შეძენის, საქართველოდან გატანის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 181⁷ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/181-7

1. გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარების, შეძენის, საქართველოდან გატანის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1271 - ვებგვერდი, 24.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/181-6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/182.md
