---
title: "მუხლი 181. ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/181"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "181"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 181. ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 181 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/181

1. ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ნებართვის მქონე პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის შენახვის წესის დარღვევა – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე.

2. ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის მქონე პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა, ან სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნებართვის მქონე პირის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების წესის დარღვევა დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი იმავე სამართალდარღვევის ჩადენისთვის, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, იარაღისა და საბრძოლო მასალის კონფისკაციით.

4. ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის მოვლა-დაცვისთვის პასუხისმგებელი საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაკის მიერ მისი შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა ან ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის არადანიშნულებისამებრ გამოყენება – გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1 000 ლარამდე ოდენობით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი სამართალდარღვევისათვის, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3706 – ვებგვერდი, 30.06.2015წ. საქართველოს 2021 წლის 12 ივლისის კანონი №712 – ვებგვერდი, 14.07.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/180-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/181-1.md
