---
title: "მუხლი 182. სამოქალაქო იარაღის ხელახალი რეგისტრაციისთვის ან რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/182"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "182"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 182. სამოქალაქო იარაღის ხელახალი რეგისტრაციისთვის ან რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადის დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 182 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/182

1. ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო იარაღის ხელახალი რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

2. იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

3. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 35 2 მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-2 პუნქტით ან/და იმავე კანონის 35 3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა − გამოიწვევს იარაღის კონფისკაციას. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №452 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/181-7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/182-1.md
