---
title: "მუხლი 183¹. წყალქვეშ სანადირო თოფების შეძენის, გაყიდვის, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და გამოყენების წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/183-1"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "183^1"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 183¹. წყალქვეშ სანადირო თოფების შეძენის, გაყიდვის, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და გამოყენების წესების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 183¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/183-1

წყალქვეშ სანადირო თოფების შეძენის, გაყიდვის, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და გამოყენების წესების დარღვევა, – გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ. იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი დარღვევისათვის, – გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთიდან ორნახევარ მინიმალურ მინიმალურ ოდენობამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება №215 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1985 წ., მუხ.277 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/183.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/184.md
