---
title: "მუხლი 192. უცხოეთის გემის კაპიტნის მიერ გემის ეკიპაჟის წევრთა ნაპირზე გადასასვლელი საშვის დაუბრუნებლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/192"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "192"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 192. უცხოეთის გემის კაპიტნის მიერ გემის ეკიპაჟის წევრთა ნაპირზე გადასასვლელი საშვის დაუბრუნებლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 192 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/192

საკონტროლო-გასაშვებ პუნქტში უცხოეთის გემის კაპიტნის მიერ გემის საქართველოს პორტში გაჩერებისას გემის ეკიპაჟის წევრთა ნაპირზე გადასვლისა და პორტის ტერიტორიაზე და საპორტო ქალაქში მათი ყოფნის უფლების დამადასტურებელი საშვის დაუბრუნებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საშვი არ დააბრუნეს გემის ეკიპაჟის წევრის თვითნებური გამოუცხადებლობის გამო, – გამოიწვევს კაპიტნის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/191-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/193.md
