---
title: "მუხლი 194¹. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეუთანხმებლად ნებისმიერი საქმიანობის (მათ შორის, სამშენებლო საქმიანობის) განხორციელება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/194-1"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "194^1"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 194¹. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეუთანხმებლად ნებისმიერი საქმიანობის (მათ შორის, სამშენებლო საქმიანობის) განხორციელება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 194¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/194-1

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მფლობელობაში არსებული ობიექტიდან 100 მეტრის რადიუსში − დასახლებულ ზონაში, ხოლო 300 მეტრის რადიუსში − დაუსახლებელ ზონაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეუთანხმებლად ნებისმიერი საქმიანობის (მათ შორის, სამშენებლო საქმიანობის) განხორციელება − გამოიწვევს ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის გაფრთხილებას.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 000 ლარის ოდენობით.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი მესამედ, ან შემდეგ იმავე ქმედების ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 3 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: პირი ვალდებულია შეწყვიტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მფლობელობაში არსებული ობიექტიდან 100 მეტრის რადიუსში −  დასახლებულ ზონაში, ხოლო 300 მეტრის რადიუსში − დაუსახლებელ ზონაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეუთანხმებლად ნებისმიერი საქმიანობის (მათ შორის, სამშენებლო საქმიანობის) განხორციელება. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/194.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/194-2.md
