---
title: "მუხლი 196⁷. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან/და საკონსულო დაწესებულებაში მისი გამოუცხადებლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/196-7"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "196^7"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 196⁷. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან/და საკონსულო დაწესებულებაში მისი გამოუცხადებლობა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 196⁷ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/196-7

საზღვარგარეთ 1 თვეზე მეტი ვადით ყოფნის შემთხვევაში ამ ვადის შესრულებიდან 2 კვირაში, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან/და საკონსულო დაწესებულებაში მისი გამოუცხადებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/196-6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/197.md
