---
title: "მუხლი 198². საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის ან ნებართვის სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/198-2"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "198^2"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 198². საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის ან ნებართვის სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევა — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 198² (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/198-2

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ ამ ლიცენზიის ან ნებართვის სალიცენზიო ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით ან 34-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გამოიწვევს აღნიშნული ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა გამოიწვევს მისთვის ამ კოდექსის 36 1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/198-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/198-3.md
