---
title: "მუხლი 199¹. წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემების, სახელწოდებების – „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“ და „წითელი კრისტალი“ იმიტაცია და უკანონო გამოყენება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/199-1"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "199^1"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 199¹. წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემების, სახელწოდებების – „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“ და „წითელი კრისტალი“ იმიტაცია და უკანონო გამოყენება — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 199¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/199-1

1. წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი კრისტალის ემბლემისთვის მიმსგავსებული ემბლემის, სახელწოდებისთვის – „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“ ან „წითელი კრისტალი“ მიმსგავსებული სახელწოდების შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება, რასაც შესაბამისი გარემოების გათვალისწინებით შეცდომაში შეჰყავს ობიექტური დამკვირვებელი, – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 150-დან 500 ლარამდე.

2. წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი კრისტალის ემბლემის, სახელწოდების – „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“ ან „წითელი კრისტალი“ შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 150-დან 500 ლარამდე.

3. უფლებამოსილი პირის მიერ წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი კრისტალის ემბლემის, სახელწოდების – „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“ ან „წითელი კრისტალი“ „წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები ს დარღვევით გამოყენება – გამოიწვევს დაჯარიმებას 400-დან 800 ლარამდე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №970 – ვებგვერდი, 30.06.2017წ. კარი III. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განსახილველად უფლებამოსილი ორგანოები თავი XV. ძირითადი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/199.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/200.md
