---
title: "მუხლი 200. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განსახილველად უფლებამოსილი ორგანოები (თანამდებობის პირები) — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/200"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "200"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 200. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განსახილველად უფლებამოსილი ორგანოები (თანამდებობის პირები) — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 200 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/200

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავენ:

1) რაიონის (ქალაქის) სასამართლოები, მოსამართლეები (ადმინისტრაციული მოსამართლეები);

2) შინაგან საქმეთა ორგანოები, სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით საამისოდ უფლებამოსილი სხვა ორგანოები (თანამდებობის პირები). შენიშვნა: თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, მას ადგილზე შეეფარდება ადმინისტრაციული სახდელი. თუ დამრღვევი სადავოდ ხდის მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს, მას შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №313 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ. 32 საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/199-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/201.md
