---
title: "მუხლი 208¹ — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/208-1"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "208^1"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 208¹ — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 208¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/208-1

თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის სახით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა ან ადმინისტრაციული პატიმრობა სხვა სახის სახდელთან ერთად და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ დადგენილების გამომცემი მივა დასკვნამდე, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს სახდელის სახით უნდა შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა ან ადმინისტრაციული პატიმრობა სხვა სახის სახდელთან ერთად, ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ დადგენილების გამომცემი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს დაუყოვნებლივ წარუდგენს შესაბამის სასამართლოს, რომელიც განიხილავს საქმეს და გამოიტანს შესაბამის დადგენილებას. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1505- სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.116

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/208.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/208-2.md
