---
title: "მუხლი 21. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების გადაცემა ამხანაგური სასამართლოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის განსახილველად — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/21"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "21"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების გადაცემა ამხანაგური სასამართლოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის განსახილველად — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 21 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/21

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მასალები განსახილველად გადაეცემა ამხანაგურ სასამართლოს, საზოგადოებრივ ორგანიზაციას ან შრომით კოლექტივს, თუ ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით მიზანშეწონილია მას შეეფარდოს საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომა. ამ კოდექსის 50-ე, 119-ე, 122-ე, 126-ე, 155-ე, 159-ე, 161-ე, 170-ე, 171-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩამდენთა მიმართ გამოყენებული საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომების შესახებ ადმინისტრაცია საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილი ამხანაგური სასამართლო ან საზოგადოებრივი ორგანიზაცია მოვალენი არიან ათი დღის ვადაში აცნობონ მასალების გამომგზავნ ორგანოს (თანამდებობის პირს). საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/22.md
