---
title: "მუხლი 214. საავტომობილო ტრანსპორტისა და ელექტროტრანსპორტის ორგანოები — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/214"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი"
article: "214"
identifier: "161"
adopted: "1984-12-15"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 214. საავტომობილო ტრანსპორტისა და ელექტროტრანსპორტის ორგანოები — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 214 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/214

1. საავტომობილო ტრანსპორტისა და ელექტროტრანსპორტის ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 127 1 მუხლის 3 1 და 3 2 ნაწილებით (თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში), 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 130-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) (საავტომობილო ტრანსპორტსა და ელექტროტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) და 178 1 მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტსა და ელექტროტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ორგანოების სახელით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ კონტროლიორ-რევიზორს, ბილეთის კონტროლიორს და საავტომობილო ტრანსპორტისა და ელექტროტრანსპორტის (ტროლეიბუსი, ტრამვაი) სხვა, საამისოდ უფლებამოსილ მუშაკებს.

3. ამ კოდექსის 118 5 და 118 6 მუხლებითა და 127 1 მუხლის 2 1 და 2 2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირი ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207 საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის კანონი №2148 – სსმ I, №27(34), 06.07.1999წ., მუხ.143 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2006 წლის 24 ნოემბრის კანონი №3769 – სსმ I, №45, 09.12.2006წ., მუხ.308 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №956 – სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.330 საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5272 – ვებგვერდი, 11.11.2019წ. საქართველოს 2020 წლის 5 თებერვლის კანონი №5707 – ვებგვერდი, 10.02.2020წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3799 – ვებგვერდი, 20.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4335 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4337 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/213.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28216-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksi/215.md
